ოზურგეთში კაცმა ცოლი მოკლა

59 ოზურგეთში კაცმა ცოლი მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა. პოლიციამ მამაკაცი დააკავა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დანაშაული სავარაუდოდ სანადირო თოფით არის ჩადენილი.