ოპოზიცია “ოცნებას” საკონსტიტუციოში უჩივის – დოკუმენტს ხელი სხდომათა დარბაზში მოაწერეს

76 ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სხდომათა დარბაზში ხელმოწერები ცოტა ხნის წინ თეონა აქუბარდიამ შეაგროვა. საქმე ეხება სახელისუფლებო გუნდის მხრიდან საგამოძიებო კომისიის  მინზამიმართულად ჩაგდების საკითხს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს. დეპუტატები დოკუმენტის ტექსტს წინასწარ არ ასაჯაროებენ, თუმცა „პირველების“ ინფორმაციით, ოპოზიცია სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.