ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა

54 ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას “უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ” მოუწოდა. ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში 2026 წლის მარტში ორჯერ გამოაცხადეს. გავრცელდა ცნობები უპილოტო საფრენი აპარატის შესახებაც. ამ შემთხვევების პარალელურად უკრაინულ დრონებს იერიში მიჰქონდათ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიისა და ყუბანის რეგიონებზე.