ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიტანეს – ეძებენ ორ ადამიანს

57ფონიჭალაში, აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს – ახლა მაშველები დანარჩენ 2 ადამიანს ეძებენ. მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ქალისა და ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს. ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის თქმით, სავარაუდოდ, გარდაცვლილია 3 წლის, გადარჩენილი ბავშვის, თაიას დედა.