“მტერთანაც შეიძლება გარიგება, მაგრამ არავინ რიგდება მოღალატესთან…” – ირაკლი კობახიძე

30 “არავინ არ რიგდება მოღალატესთან”, – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერთან, გიორგი გახარიასთან კოალიციის შესაძლებლობაზე. იქვე აღნიშნა, რომ გამორიცხულია თანამშორმლობა ნაციონალურ მოძრაობასთან, რადგან მათთან ღირებულებითი შეუთავსებლობა აქვთ. “რაც შეეხება გახარიას, არსებობს პოლიტიკაში თუ პრაქტიკაში, რომ მტერთანაც გარიგდებიან, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან. აქედან გამომდინარე, ეს გამორიცხულია”, – განაცხადა კობახიძემ ქართული ოცნების ოფისში ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ.