მოსკოვში „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა

1,293 მოსკოვში „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს. როგორც მედია წერს, ნავთობკომპანიის 67 წლის ტოპ მენეჯერი მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში, მეექვსე სართულზე მდებარე განყოფილებაში მკურნალობდა. არსებობს ვარაუდი, რომ რამილ მაგანოვმა თავი მოიკლა, თუმცა ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დასტურდება.