“Moderna”-ს ვაქცინა – 176 ადამიანი უნდა აიცრას რომ 1 დაიცვა ინფიცირებისგან” – ზაზა თელია

დოქტორანტი, დერმატო-ვენეროლოგი, “მტკიცებითი მედიცინის ცენტრის” ექიმი, ზაზა თელია, სოციალურ ქსელში, წერს:

“Moderna-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაახლოებით 95%-იანი ეფექტურობისაა მე-3 ფაზის კვლევის შედეგის მიხედვით. ისევე როგორც ეს Pfizer-ის ვაქცინაზე გაჟღერდა.

(Mahase, BMJ 2020;371:m4471, November 17)

მაგრამ პრობლემა შემდეგშია:

გამოქვეყნებულია რამოდენიმე მონაცემი, ანუ 95%-იანი ეფექტურობა დათვლილია RRR-ით (შედარებითი რისკის შემცირების მაჩვენებელი).

მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ აბსოლიტური რისკის შემცირების მაჩვენებელი (ARR) რომელიც კლინიკურად მნიშვნელოვანია, ასევე გამოვთვალოთ თუ რა რაოდენობის ადამიანი უნდა აიცრას რომ მოვახდინოთ 1 ადამიანის ინფიცირების პრევენცია (NNTV)

რას ნიშნავს ეს მაჩვენებლები და რა განსხვავებაა??

მაგალითად ავიღოთ ჰიპოთეზური RCT კვლევა:

შევადაროთ ახალი პრეპარატი პლაცებოს – დიაბეტიან ადამიანებში თირკმლის დაზიანების პრევენციის დასადგენად.

Primary Outcome/პირველადი გამოსავალი – დიალიზის საჭიროება მკურნალობიდან 5 წლის ვადაზე.

დავუშვათ საკონტროლო ჯგუფში 5 წლის ვადაზე დიალიზის საჭიროება საკონტროლო ჯგუფში (ანუ ჯგუფი რომელიც იღებდა პრეპარატს) შეადგენდა – 3%-ს

ხოლო პლაცებო ჯგუფში – 4%

ეს ნიშნავს რომ – აბსოლიტური რისკის შემცირების მაჩვენებელი იყო:

ARR – 4-3=1%.

ეს ნიშნავს – პაციენტს უთხრა რომ მაგალითად ყოველდღე მიიღოს ძვირადღირებული მედიკამენტი რომლის მიღებით 5 წელიწადში მას დიალიზის საჭიროების ალბათობა შეუმცირდება 1%-ით. რა თქმა უნდა უმრავლესობა უარს იტყვის რადგან 1% ძალიან ცოტაა.

მაგრამ თუ ამ მაჩვენებლებს შევაფასებთ შედარებითი რისკის შემცირების გამოყენებით – RRR

RRR=ARR/უარყოფითი გამოსავალი საკონტროლო ჯგუფში

ანუ RRR=0.04 – 0.03 / 0.04 = 0.25

ანუ ამ შემთხვევაში RRR=25%

რა გამოვიდა?

პაციენტს იმის მაგივრად რომ ARR-ის მაჩვენებლის მიხედვით ეუბნები რომ 1%-ით მცირდება რისკი, RRR-ის მაჩვენებელზე დაყრდნობით ეუბნები რომ რისკი მცირდება 25%-ით.

რამხელა განსხვავებაა??

არადა ეს 1%-ია რეალური მაჩვენებლი რომელიც მნიშვნელოვანია და არა 25%.

1. ჩვენ გვქონდა covid-19-ის 90 შემთხვევა პლაცებო ჯგუფში (15 000 მონაწილე), ანუ 0.006 და ჩვენ გვქონდა covid-19-ის 5 შემთხვევა ვაქცინის ჯგუფში (აქაც 15 000 მონაწილე), ანუ 0.00033.

ამით ვიღებთ აბსოლიტური რისკის შემცირების მაჩვენებელს –

ARR=0.006-0.00033=0.00567

აქედან გამომდინარე:

NNTV=1/0.00567=176

ანუ 176 ადამიანი უნდა აიცრას რომ 1 ადამიანი იყოს დაცული ინფიცირებისგან

2. ჩვენ გვქონდა covid-19-ის 11 მძიმე შემთხვევა ყველა პლაცებო ჯგუფში, ანუ

ARR=11/15 000=0.00073

NNTV=1/0.00073=1370

აქედან გამომდინარე ჩვენ 1370 ადამიანი უნდა ავცრათ რომ მოვახდინოთ ერთი მძიმედ მიმდინარე covid-19-ის შემთხვევის (მძიმე შემთხვევაზეა საუბარი და არა სიკვდილზე) პრევენცია.

მეორე 1369 ადამიანი არ იქნება დაცული მძიმედ განვითარებული covid-19-გან, მაგრამ მათ პოტენციური შეხება ექნებათ ვაქცინაციის გვერდით ეფექტებთან რომლის შესახებ ჯერჯერობით მცირე ინფორმაციაა და მომავალი უფრო კარგად დაგვანახებს ამას.

შესადარებლად:

მაგალითად წითელას ვაქცინა:

სანამ წითელას ვაქცინაცია დაიწყებოდა ჩრდილოეთ ამერიკაში ბაᲕშვების 90%-ს ჰქონდა წითელა 10 წლის ასაკში.

აქედან გამომდინარე აბსოლიტური რისკის შემცირება წითელას ვაქცინით შეადგენს:

ARR=0.90×0.95=0.855

NNTV=1/0.855=1.17

ანუ 1.17 ადამიანი უნდა ავცრათ რომ წითელასგან დავიცვათ 1 ადამიანი.

რისკის და სარგებლის შესაფასებლად გამოიყენება – NNT

კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგის შეფასებისათვის გამოიყენება – ARR

საწყის რისკზე (Baseline Risk) გავლენას არ ახდენს RRR, შესაბამისად მისი მთავარი ნაკლი ესაა. ანუ გამოსავალზე გავლენას არ ახდენს და ის კლინიკურად არ არის მნიშვნელოვანი.

ფარმაცევტულ კომპანიებსა და პოპულარულ მედიასაშუალებებს უყვართ RRR შეფასება და გამოქვეყნება რადგან ის ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურება.

Relative risk measures have the advantage of being stable across populations with different baseline risks and are, for instance, useful when combining the results of different trials in a meta-analysis. However, they have the major disadvantage of not reflecting the baseline risk of the individuals with regard to the outcome being measured. That is, relative risk measures do not take into account the individuals’ risk of achieving the intended outcome without the intervention. Therefore, they do not give a true reflection of how much benefit the individual would derive from the intervention, as they cannot discriminate between small and large treatment effects.

They usually tend to overestimate the benefits of an intervention and, for this reason, drug companies and the popular media love relative risk measures!

Absolute risk measures overcome these drawbacks because they reflect the baseline risk and are better at discriminating between small and large treatment effects.”

  •  
  •  

10 Comments

  1. აბსურდის მსოფლიო 99%თვის....პოლიხრონიააააა.........................

    ხოდა იკეთედ Moderna და.… “ვაქცინები” ლუციფერინი(სატანა) 66,6 მლ….. ნახეთ მძინარებო))) მდააააა…
    https://www.brighteon.com/a9bdbbd4-5c5a-485b-bfa4-a818b355330f

    1. აბსურდის მსოფლიო 99%თვის....პოლიხრონიააააა.................................

      არაა ბაბუა ეს კოვიდ-19, ეს არის ბიოლოგიური გაქტეროლოგიური…იარაღი, თვითმფრინავებით ქიმტრეილებით ზემოდან და რამდენჯერ უნდა მოგახსენოდ მის შესახებ ფაქტებით?. მოკლედ ასე იქნება; გაიკეთებთ ვაქცინებს, შეწყდება ქიმტრეილებით ხალხის მოწამვლა. შემდეგ კი თავის “ჯამთელობას” ცხვრების (“გადარჩენილების”)უმეტესობა ვაქცინაციას დააბრალებს. მაგრამ “გადარჩენილებს” წინ 2-7 წ. წინა აქვთ და ვნახოთ მათი მინ. 90 %-ის ჯამთელობის მდგომარეობა როგორ იქნება???. თან “გადარჩენილებს” 5 წლის განმავლობაში, სულ 5 ვაქცინის გაკეთება მოუწევთ… რადგან ქიმტრეილების შემადგენლობა შეიცვლება და უფრო კონცენრირებულიც იქნება; აქედან გამომდინარე “ვაქცინების” და ”დაავადების სახელწოდებები” შეიცვლება…და ასე იქნება მინიმუმ 2025წ ჩათვლით, რომელიც შეიძლება 2030წლმდეც გაგრძელდეს…სანამ არ ჩაკლავენ “ვაქცინაციებით და ქიმტრეილებით 6 მილიარდ “ცხვარს”!!!(უკვე გამოფხიზლებაც გვიანია, შეიძლება მსხვერპლები გახდეთ?) Опубликован сценарий п@ндėмии SPARS-25(Sos ესეც მე ვარ–ე.ი. ვარსკვლავი 2025 წ). Реальная статистика кøв19 в Италии и др…
      https://www.youtube.com/watch?v=9RCDxYf7HVM

  2. ანონიმური

    ასე მგონია, ეს მედიცინის მუშაკები იმას ცდილობენ, როგორ ჩაგვიკლან სიცოცხლის ხალისი.ყველა რაღაცას წერს, სრულიად ურთიერთგამომრიცხავს და გაურკვეველს.გაჩუმდით რა.მკითხაობა ჩვენც ვიცით

    1. მამხილებელი!(გამოფხიზლებისთვისაა!)

      არა ჩემო კარგო ასეა; საერთოდ დაახლოებით მედიკოსების 1 % იცის სიმართლე(ზუსტი დიაგნოზი)და გეუბნება, კიდევ 1% იცის სიმართლე(ზუსტი დიაგნოზი) და არ გეუბნება. დანარჩენი 98% კი არის, რომ არ დავაკნინოთ, ყველაზე ყველაზე საუკეთესო შეფასებით; 50% ტყუილია– 50%კი სიმართლესთან ახლოს… ამიტომ უნდა ეყურებინა პირველ რიგში ყველა მედიკოსს, რომელიც 6-7წლის უკან გამოვიდა იუტუბზე ფილმი გამოძიება ” ბუბუნოვსკი ზნაეტ, ნო ნე გავარიტ”… (მედიკოსები მიხვდებიან ვინცაა ექიმი ბუბუნოვსკი. დანარჩენებმა დაგუგლეთ). ამ ფილმს 6 თვეში 14 მილიონამდე ნახვა ჰქონდა და მე არ გამიგია 1 ქართველი, საქართველოში მოღვაწე ექიმი რომელსაც ეს ფილმი ნანახი ჰქონოდა… ზემოთ აღნიშნული პროცენტები კი, ზუსტად იმ მსოფლიოს და რუსეთის ჯანდაცვის ბოსებს მოჰყათ აღნიშნულ ფილმში( ეს ფილმი მსოფლიო მმართველებმა ყველგან გააქრეს!!!)…რეალურადაც ასეა; 2% არის კარგი მედიკოსი. დანარჩენი 98%-დან: ცოტა მცოდნე მაგრამ 30 ვერცხლად გაყიდული, დანარჩენი უმრავლესობა კი “მედიცინის” ფერხულში არიან ჩართული…სამწუხაროდ ასეა და იმიტომაც ვიმყოფებით მსოფლიოს ბოლო 10-ში არა მარტო კოვიდისტერიით, არამედ სხვა ნებისმიერ სფეროში…ჩვენნაირი უკაცრავად გამოჩლუნგებულ-გამოუღვიძებელი ხალხი აფრიკაშიც აღარაა დარჩენილი უკვე. მიზეზი კი ადრე უიტერესობა იყო, ახლა ინტერესი და დროც გაჩნდა(უმუშევარია ხალხი), მაგრამ პირველ რიგში 40 წლამდე ადამიანების უმრავლესობამ რუსული არ იცის…მოკლედ ბევრჯერ დაგვიწერია…. {დავიღალეთ მაგრამ არ ვიღლებით. გვიყვარს ქართველი და პირველ რიგში სოფლის ბოლოში, ხალხის მიერ მიგდებული და უპატრონო გ ი ვ ი ე(სახელი სიმბოლურია)ბრძანდება, უპირველესად ის უნდა დააფასო}.

  3. აბსურდის მსოფლიო 99%თვის....პოლიხრონიააააა...................................................

    . {“თანამედროვე მედიცინა ეს არის, დაავადების დროებითი პრევენცია და არა მისი მიზეზის აღმოფხვრა; აქედან გამომდინარე, თანამედროვე მედიცინა კაცობრიობისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს ”…(აკადემიკოსი ა.ს.ზალმანოვი–1958 წ. მედიკოსთა(მეცნიერთა) მსოფლიო კონგრესი)}. აი როდის თქვა ამ მართლა ლეგენდა პიროვნებამ, რომელიც ბოლო 2 საუკუნის საუკეთესო მედიკოსოდაა აღიარებული
    ხოდა ასე გაყალბებინებენ უკვე საუკუნია ორთოდოქსიულ მედიცინას, მსოფლიო მმართველები. რომელმაც 21 საუკუნეში თავის სიმახინჯის და უბადრუკობის პიკს მიაღწია…რა დღეში ხართ “მედიკოსებო” თქვენს თავს ზემოდან “ზეციდან”(ოღონდ ქიმტრეილების თვითმფრინავს არ დაეტაკოთ, მეტი ხომ არაფერი დაფრინავს?…ეს იუმორისათვის) და იმედია ბევრი თქვენგანი მიხვდებით რომ ხართ, საშინელ უმწეო მდგომარეობაში, მითუმეტეს კოვიდისტერიასთან მიმართებაშ ; რომ იტყვიან “სად ერეკლე და სად ჩემი…..”თან ფაქტიურად, რამდენი ექიმია იმდენი აზრია…ცას დაკვირდით, ყოველდღე!!!… ნახეთ ხალხო ეს ვიდეო, მსოფლიოში და ამერიკაში მიდინარე პროცესებს, მედიცინასაც ეხება; იმედია ხვალინდელი დღის იმედს მოგანიჭებთ https://www.youtube.com/watch?v=4fdEhQz7nyU არავითარი ვაქცინაცია!!!. ყველაზე “უწყინარ” ვაქცინაშიც, მძიმე მეტალებია და მას, უცხო სხეულს რა უნდა ჩვენს ორგანიზმში!!!. ზარმაცო, არაფრის მცოდნე,მშობელო(მაშინ ვინ დაუკაკუნებს გაჯეტებზე?, ხოდა უკვე გვიანია!) და ექიმო-პდიატროც?: პატარების დაბადებიდან 12-14 წლამდე მიაქციეთ —თიმუსს—მკერდუკანა, ჩანგლისებრი ჯირკვალი. იმუნური სისტემის ცენტრალური ლიმფურ-ეპითელური ორგანო, რომელიც Т-ლიმფოციტების განვითარებას აკონტროლებს…და მისი სწორად ჩამოყალიბების შემთხვევაში( სპეციალური ვარჯიშები, წიწვოვან ტყესთან კონტაქტი, ზღვა…და ა.შ) პატარა ბავშვს, ფაქტიურად არ სჭირდება ვაქცინაცია !!!…

  4. ანონიმური

    ეს რაც ამას უწერია ცოტა მათემატიკა ვინც იცის ყველა გაიგებს. მოკლედ საქმე იმაშია რომ “მოდერნას”ვაქცინა კვლევის პროცეში ჩაუტარდა 15000 ადამიანს საიდანაც მხოლოდ 5 დაიმფიცირდა

    1. მათი უმთავრესი მიზანი მკვლელი ვაქცინაციის (გარკვეული დროის შემდეგ)მიღწევაა

      კოვიდინფექციაზე და ინფიცირება არ ინფიცირებაზე კი არ არის საქმე და ვინმეს ჯამრთელობაზე კი არ ზრუნავენ ისინი. პირიქით მათთვის მთავარია ადამიანების ვაქცინაციის შემდეგ, “რამდენ წიწილას დაითვლიან შემოდგომაზე” ???; ანუ რამდენ ადამიანს მოკლავენ და რამდენი გადარჩება?( საოცნებო ოქროს მილიარდის მისაღწევად) …. ამ კოვიდისტერიის დროს დაივიწყეთ მედიცინა როგორც ხალხზე მზრუნველი; მედიკოსებს არავინ არ შეეკითხება, მითუმეტეს ახლა და როგორც ყოველთვის მამონას “ჯადოსნური ჯოხი” გადაწყვეტს ყველაფერს ხალხის საწინააღმდეგოდ…მაგრამ გააჩნია რას იზამს და რამდენად გამოფხიზლებულია ხალხი ???

  5. ბექა

    ეს რაც ამას უწერია ცოტა მათემატიკა ვინც იცის ყველა გაიგებს. მოკლედ საქმე იმაშია რომ “მოდერნას”ვაქცინა კვლევის პროცეში ჩაუტარდა 15000 ადამიანს საიდანაც მხოლოდ 5 დაიმფიცირდა, ამავე დროს კიდევ სხვა 15000 კაცს ვაქცინის ნაცვლად უკეთებდნენ ვითომ ვაქცინას ე.წ. “პლაცებოს” საიდანაც კოვიდით დაიმფიცირდა 90 კაცი, ანუ რეალურად ვაქცინამ იმფიცირებისგან დაიცვა 90-5=85 კაცი რაც არის 90 კაცის 95% ანუ ვაქცინა არის 95% ეფექტურობის . ხოლო ეხლა შევხედოთ ცოტა სხვაგვარად: პლაცებოს ჯგუფში კოვიდი დაემართა 90 კაცს ანუ 0.6% ((90/15000)*100) ხოლო ვაქცინირებულში 5 კაცს ანუ 0.034% ((5/15000)*100). ეხლა ვნახოთ რეალურად რამდენი პროცენტი დაიცვა ვაქცინამ კოვიდისგან და ეს არის 0.6%-0.034%=0.566% . ნუ ეს ყველაფერი არის ციფრებით მანიპულაცია ,რეალურად საინტერესოა ვაქცინირებულების რა პროცენტს გამოუმუშავდა იმუნიტეტი კოვიდის მიმართ? სამწუხაროდ როგორც ჩანს ეს არავინ არ იცის ზუსტად.

  6. მამხილებელი, ტრამპი და ალიანსი

    Трамп специально провалил операцию по вакцинации (ტრამპმა ამერიკაში სპეციალურათ ჩააგდო “ვაქცინაციის” პროგრამა) https://www.youtube.com/watch?v=t7rdDYNufrE&feature=push-u-sub&attr_tag=-YU2wv3cYCNdYqf4%3A6 იმიტომ რომ, ტრამპმა იცის რომ, ვაქცინაციიდან გარკვეული დროის შემდეგ ამერიკელი ხალხის გენოციდი დაიწყება….!!!. პ.ს. საინტერესოა რას ფიქრობენ ჩვენი სახელისუფლებო და ჯანდაცვის “მოზგები”, ვაქცინაციის შემდეგ პერიოდზე???????; არა,ისინი ხომ დღევანდელი დღის გადაგორებაზე ფიქრობენ აგერ უკვე 30 წელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.