“მივიღეთ წერილი ბომბის არსებობის შესახებ, არ მოხვიდეთ სკოლაში!” – ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში” ევაკუაცია გამოცხადდა

206 თბილისში, “ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში”, ევაკუაცია გამოცხადდა – ამის შესახებ კერძო სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა განაცხადა. ცნობით, სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. ამ დროისთვის, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.