მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

447 თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. მეტრო სადგურ ვაჟაზე-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ ამ წუთებში მისი ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები. დამატებითი დეტალები უცნობია.