“მერიამ ასწლოვანი ჭადრები პალმებად გადააკეთა” – ქუთაისში ხეები გადაჭრეს

2,548 ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ჭადრების გადაბელვის გამო, ორი დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეფერხებული იყო. მერიის მიერ გადაჭრილმა ჭადრის ხეებზე ადგილობრივები ხუმრობენ, რომ ქალაქის მერიამ ასწლოვანი ხეები პალმებად გადააკეთა. “ქუთაისის მერიამ ასწლოვანი ჭადრები პალმებად გადააკეთა” – წერს სოც. ქსელის მომხმარებელი ვატო ნებიერიძე. “როცა ბათუმში გინდა, მაგრამ ძვირი გიჯდება” – წერს სოც.ქსელის მომხმარებელი გიორგი შამუგია.