ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
“გასაგებია, რომ “ოცნებამ” ამნისტიის აქტში ბრალდებულის თანხმობა სპეციალურად შეიტანა, რათა ისე არ მოხდეს, რომ მელიამ თან ამნისტიას და ამნისტიის მიმღებებს აგინოს და თან მისით ისარგებლოს, აქაოდა ამ აქტს არ ვემხრობი, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, ძალით გამომაგდეს ციხიდანო.
აქ სამართლებრივი არგუმენტების მოხმობას და ამაზე დავას რა აზრი აქვს? ეს ყველაფერი პოლოტიკური თემაშია
მელიას მხრიდანაც და ხელისუფლების მხრიდანაც – ვინ ვის მეტად დააჩმორებს. მელიას უნდოდა ხელისუფლების დაჩმორება, როცა უთხრა, ვერ დამიჭერთო, ახლაკიდევ ხელისუფლებას უნდა მისი დაჩმორება, რომ გმირად არ გამოვიდეს.”
კომენტარები