მანქანა რუსული სამხედრო ძალების სანომრე ნიშნით თბილისში – “მოძრაობა საქართველოსთვის”

91 თბილისში რუსული სამხედრო ძალების სანომრე ნიშნიანი ავტომობილი გადაადგილდება.  ინფორმაციას და ფოტომასალას  “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები ავრცელებენ. სამოქალაქო მოძრაობამ  ამ ფაქტის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინა. სამართალდამცავების განცხადებით, მათ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურს გადასცეს. “მოძრაობა საქართველოსთვის” ინფორმაციით, ფოტო საბურთალოზე, ყაზბეგის ქუჩაზე დღესაა გადაღებული.