კორპუსის მაღალი სართულიდან სკამი ისროლეს, რომელიც 10 წლის ბავშვს დაეცა

171 თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა კორპუსთან, მაღალი სართულიდან სკამი გადმოაგდეს, რომელიც 10 წლის ბავშვს დაეცა. მცირეწლოვანს მძიმე დაზიანებები აქვს. აქტზე 1 პირი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს