კლიჩკოს თქმით, რუსებმა დღეს კიევის მიმართულებით 31 რაკეტა გაისროლეს

215 კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქის თავზე 31 რაკეტა გაისროლეს, საიდანაც უკრაინელმა სამხედროებმა 21 ჩამოაგდეს. ამის შესახებ მან ტელეარხ “კიევის” ეთერში განაცხადა. აქვე, ცნობილია, რომ კიევში ოკუპანტების დღევანდელი იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კიევი ისევ იბომბება, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და გათიშულია ელექტროენერგია.