მსახიობი თემო გვალია გლდანის საპყრობილეში გატარებულ პერიოდს იხსენებს:
„2010 წელს გლდანში ვიხდიდი სასჯელს. მაგ პერიოდში დედა გარდამეცვალა..
გარედან ჩემებმა დაწერეს თხოვნა, რომ მოეცათ უფლება გამოვმშვიდობებოდი დედას და რაც იყო განსაზღვრული თანხა ამისთანა შემთხვევისთვის, სრულად გადაიხდიდნენ. თუ არ ვცდები 300 ლარამდე იყო…. იმ დღესვე, როცა წერილი მიიღეს პენიტენციურ დაწესებულებაში, იღება საკნის “კარმუშკა” და ვიღაცა ოფიცერი კითხულობს: — გვალია რომელია?მე ვარ – ვპასუხობ და ვდგები ფეხზე. ოფიცერი: დედა შენ მოგიკვდა ხომ? — დიახ.— მოემზადე, პანაშვიდზე მიგვყავხარ და ყოველ წუთს შეიძლება გაგიყვანოთო… მეც სასწრაფოდ ჩავიცვი და დავჯექი მაგიდასთან. თანასაკნელებიც მომისხდნენ და გაისუსნენ. გაისუსნენ იმიტომ, რომ შეიძლებოდა ვინმე “კლუჩნიკს” ან ოფიცერს შემოეხედა საკანში და შარი მოედო, ფეხზე რატომ დგეხართო და აღარ გამიყვანდნენ. რადიოს ხომ არც გვასმენინებდნენ ისედაც და სულ მიაქვესკნელეს ბიჭებმა.
მოკლედ ბევრი, რომ არ ვწერო, მთელი დღე ასე ვისხედით გასუსულები. ბიჭები მეუბნებოდნენ, ალბათ ხვალ წაგიყვანენ თემოო – მამხნევებდნენ.. მეორე დღე.დილის დაახლოვებით 10 საათზე, ისევ იღება კარმუშკა და ახლა სხვა ოფიცერი მკითხულობს და ხმამაღლა მეკითხება: — შენ მოგიკვდა ბიჭო დედა!? — დიახ.— მზად იყავი, ყოველ წუთში შეიძლება გაგიყვანოთო. ისევ ჩავიცვი გარეთ გასასვლელი ტანსაცმელი და დავჯექი მაგიდასთან. მოკლედ იგივე მოხდა, არავინ გამიყვანა.
მთელი დღე მოლოდინში მამყოფეს.წარმოიდგინეთ მაგ დროს ჩემი მდგომარეობა. ძალიან ცუდად ვიყავი. ვიყავი იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად თავს დამნაშავედ ვგრძნობდი დედის გამო…
ბიჭები ისევ მაიმედებდნენ: აუცილებლად გაგიყვანენ ხვალ გასვენებაშიო. გასვენების დღეს ისევ შემოიხედა ვიღაცამ: — გვალია! მე ვარ.— დედა შენ მოგიკვდა ხომ? (ცოტა ირონიული ტონით)— დიახ.— ჩაიცვი და მოემზადე! და დახურა “კარმუშკა”. ჩავიცვი, მოვემზადე და იმ დღესაც “ტრადიციულად” არავინ შემომაკითხა… მეოთხე დღეს სიცილით მეკითხებოდნენ შენი ნაბოზარი ჯალათები მიხეილ – როგორ გეგონა, რომ დედის გამოსამშვიდობებლად გაგიყვანდითო!? ეს პატარა ჩემი ისტორია, იმასთან შედარებით რაც იქ ხდებოდა იმ პერიოდში, არაფერია. კატაფალკით და მინა-დაბურული მარშრუტკებით გაყავდათ ყოველ დღე გარდაცვლილი პატიმრები. მე “ბ” კორპუსზე ვიხდიდი სასჯელს და ეგრედწოდებული “რეზბალნიცის” კორპუსი ზუსტად “ბ” კორპუსის წინ იდგა.გაანათლოს მათი სული უფალმა..
მსავრდებულო – პატიმარო სააკაშვილო, დრო არ გაქვს არა???? სასამართლოში პირველ პატიმრობისას 6 თვე და მეორედ 5 თვე დავყავდი შენს ჯალათებს სანამ მომისჯიდნენ და დილის 8 საათზე მიყვანილს, საღამოს 5-6 საათზე მიტარებდნენ სასამართლოს!!!!! და შენ არ გცალია არა? ან სირცხვილი, ან კაცობა-ვაჟკაცობა, ან ნამუსი მაინც გქონდეს! ხოდა აწი შენ, რომ დრო გექნება, ისეთი უნდა…. და იქ რა ხდებოდა, კიდე სხვა ისტორიებია. სასამართლოზე გაყვანის წინ პატიმრებს ცემაში კლავდნენ ვისზეც დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ სასამართლოზე ბევრი არ ელაპარაკათ. ხოდა ყოველი სასამართლოში მიყვანის წინ, ღირსი ხარ გაგხიონ ცემით და ისე გაგიყვანონ სასამართლოზე, “რეჩების” თავი კი არა, სუნთქვის თავიც არ უნდა გქონდეს!!!აი, ეს იქნება პასუხისგება და არა ის, რომ თურმე დრო არ გაქვს და არ გცალია…
“შერატონში” ჰგონია თავი. ხომ ამაყობდი შენი “ევროპული” ციხეებით?! ხოდა ეგდე მანდ!
ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ახლა ამ პოსტს წააწყდება ვინმე ნაციონალი მოქალაქე, არც და ვერც გაიაზრებს რა დავწერე და ტყუილს ყვებაო, იტყვის.
კომენტარები