“ხელებზე სკოჩგადაკრულ დაცვის თანამშრომელს მოვკარი თვალი” – პეკინზე “საქართველოს ბანკი” დააყაჩაღეს

228 დედაქალაქის ცენტრში, პეკინის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკი” დააყაჩაღეს. პროდიუსერი, მაია სტეფნაძე, წერს: “5 წუთით ავცდი პეკინზე ბანკის გაძარცვის ფაქტს. ხელებზე სკოჩგადაკრულ დაცვის თანამშრომელს კი მოვკარი თვალი. ძალიან დაუცველობის განცდაა ყველა მიმართულებით და რა გვეშველება არ ვიცი.”