სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელიც დღეს 38 წლის გახდებოდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის.
„ბოლო ინტერვიუს რომ წერდა, მე ვედექი ობიექტივის წინ.
ბოლოჯერ რომ დაკეცა შტატივი, მე გადავკიდე მხარზე.
ბოლო სიტყვაც მახსოვს, როცა ბნელები კიბეებზე მორბოდნენ, მუშტი მუშტზე მომარტყა და არ მეშინიაო, მითხრა.
მერე იყო ზარი საავადმყოფოდან და დაპირება, დასვენების ყველა დღეს სისტემის ნგრევაში უნდა მოგეხმაროო.
მერე წავიდა და ყველაფერი გააუფასურა.
დაბადების დღეს გილოცავ, მეგობარო!
კაცი არ ვიყო, შენი სიკვდილი თუ შევარჩინო ამ ბნელებს…“, – წერს მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები