ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდსტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს
168 ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდსტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს. „კოვიდთან დაკავშირებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს რუტინული სტატისტიკური ანგარიშგების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებს კი საჯარო წესით გაუზიარებს“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved