ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

322 ცნობილი ჟურნალისტი და სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან სპორტული კომენტატორი იყო. 2012 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. 2014 მიენიჭა სპორტის დამსახურებული მოღვაწის ტიტული, ჯამლეტ ხუხაშვილი იყო ღირსების ორდენისანი ქართული სპორტის განვითარების, მისი პოპულარიზაციის, ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის.