• რეკლამა
  • კონტაქტი
17:01, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 128-მდე გაიზარდა

ალია ავტორი - ალია
13:51 11-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

ჰონგ-კონგში, მაღალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს სულ მცირე 128 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან კატასტროფიდან რამდენიმე დღის შემდეგაც 200-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ხელისუფლებამ 11 პირი დააკავა თითქმის 80 წლის განმავლობაში ქალაქში მომხდარ ყველაზე მასშტაბურ ხანძართან დაკავშირებით. გამოძიება “ვანგ ფუკ კორტის” (Wang Fuk Court) კომპლექსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას, შესაძლო კორუფციისა და უხარისხო მასალების გამოყენების ფაქტებზე მიმდინარეობს.

სამაშველო ოპერაცია ტაი პოს რაიონში პარასკევს დასრულდა, თუმცა პოლიცია აცხადებს, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გადამწვარი შენობების დათვალიერებისას, შესაძლოა, კიდევ აღმოაჩინონ ცხედრები.

ხანძარი ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა და სწრაფად მოედო კომპლექსში შემავალი რვა 32-სართულიანი კორპუსიდან შვიდს, რომლებიც სარემონტო სამუშაოების გამო ბამბუკის ხარაჩოებითა და მწვანე ბადით იყო შეფუთული, ხოლო კედლებზე სითბოიზოლაციის ქაფი ჰქონდა დატანილი.

ხელისუფლების განცხადებით, საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც 4600-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, სახანძრო სიგნალიზაცია გამართულად არ მუშაობდა.

ჰონგ-კონგის ლიდერმა ჯონ ლიმ, სხვა ოფიციალურმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა, რომლებსაც გლოვის ნიშნად შავი სამოსი ეცვათ, შაბათს დილით, მთავრობის ცენტრალურ ადმინისტრაციასთან, სადაც დროშები ნახევრად იყო დაშვებული, სამი წუთი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

ინდონეზიის განცხადებით, ინციდენტს მისი ექვსი მოქალაქე ემსხვერპლა. ფილიპინების მხარის ინფორმაციით, მათი ერთი მოქალაქე კრიტიკულ მდგომარეობაშია, ერთი დადასტურებულად დაკარგულია, ხოლო 28 პირი, სავარაუდოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, თუმცა მათი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

მსხვერპლის რაოდენობით, ეს ხანძარი ჰონგ-კონგში ყველაზე ტრაგიკულია 1948 წლის შემდეგ, როდესაც საწყობში გაჩენილ ხანძარს 176 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved