“ტერცო მონდო” – ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი უკვე მესამე წელია, იღებს. ფილმი ცოტა ხნის წინ დიდი განხილვის ობიექტი აღმოჩნდა მას მერე, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ “ტერცო მონდოში” ფრანგ კინოვარსკვლავს ჟერარ დეპარდიეს გადაიღებენ. ადამიანების აღშფოთების მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ დეპარდიე რუსეთის მოქალაქე იყო და ამავე ქვეყნის პროპაგანდისტი. ამასთან, აფხაზეთში ყოფნისას ქართველებისთვის, რბილად რომ ვთქვთ, უსიამოვნო ფრაზებით დაამხსოვრა თავი.
ფილმის რეჟისორი ამბობს, რომ მან მსახიობი მისი არტისტული მონაცემების გამო გამოარჩია და არა პოლიტიკური ნიშით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფილმი სწორედ პოლიტიკურ ნიადაგზე, სამი მეგობრის დაპირისპირებაზეა.
AMBEBI.GE-ს ფილმის პროდიუსერი, “ქართული ფილმის” დრექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, ხათუნა ხუნდაძე ესაუბრა:
– “ტერცო მონდო” სამ მეგობარზეა, რომლებიც პატარაობიდანვე რაიონის სკოლიდან ერთად მოდიან, შემდეგ კი თბილისში გადაინაცვლებენ… საბოლოოდ კი, ეროვნული მოძრაობის დროს, ერთმანეთს პოლიტიკურ ნიადაგზე დაუპირისპირდებიან. 90-იანი წლების დაძაბულ პერიოდში, გოგონა, რომელიც ბიჭების ბავშვობის მეგობარია და ორივეს უყვარს, იღუპება, ბრმა ტყვიის მსხვერპლი ხდება. ამის შემდეგ კი მძაფრად ვითარდება მოქმედება… უნდა აღვნიშნო, რომ აკა მორჩილაძის ამ მოთხრობაში ბატონმა მერაბმა ბევრი რამ გადააკეთა, დაამატა და სცენარი 95-გვერდიანი გახადა… ფილმის დაფინანსებამ 2018 წელს მოგვიწია და მას მერე მესამე წელია, ნაწილ-ნაწილ ვიღებთ
არის თბილისის ომი, პრეზიდენტ გამსახურდიას პერიოდი. ერთ-ერთი მეგობარი – მოხიტო პრეზიდენტის მხარეს აღმოჩნდება და მეორე – ოპოზიციაში. ნათია კი ომის დროს პრეზიდენტის მხარდამჭერებისგან გამოსროლილი ბრმა ტყვიით იღუპება, რომელიც სახლში შეუვარდა. გადის წლები და მოხიტო, ანუ ერთ-ერთი მეგობარი უკვე ევროპაში ცხოვრობს, 20-25 წლის განშორების შემდეგ მასთან აკა ჩადის, რადგანაც მთელი ცხოვრება აწუხებს კითხვა – მეგობარმა ნათია ეჭვიანობის ნიადაგზე ხომ არ მოკლა?! მოკლედ, იმ ერთდღიანი შეხვედრის ამბავში ბევრი მოგონებაა ჩატეული – სამი თაობაა ნაჩვენები – ბავშვობა, ახალგაზრდობა და 50-ს მიახლოებული ადამიანები. ამიტომ რთული გადასაღებია, ეპოქებია წარმოსადგენი. მოქმედება უნდა განვითარდეს გერმანიაშიც, რადგანაც 90-იანებში ხალხი იქ ემიგრაციაში მასობრივად გარბოდა. ამიტომ, ერთკვირიანი გადაღება სამხრეთ გერმანიაშია დაგეგმილი. როგორც კი დაფინანსება იქნება, ალბათ ამ გადაღებას შემოდგომაზე შევძლებთ..
ძირითად როლებში ეს სამი ბავშვია…
რაც შეეხება დეპარდიესთან დაკავშირებით ყბადაღებულ ბრალდებებს, სრული აბსურდი… დეპარდიე იყო რუსეთის მოქალაქე, მაგრამ რუსეთის მთავრობას დაუტოვა ბინა, ყველაფერი და განუცხადა, “სარაიაში” უფრო ვიცხოვრებ, ვიდრე რუსეთშიო და საფრანგეთში დაბრუნდა. ამასთან, დაგმო რუსთის მოქალაქეობა და დღეს ის საფრანგეთის მოქალაქეა. დეპარდიეს აქვს გერმანელი მწერლის როლი, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს. მის მეუღლეს ხელში ჩაუვარდა წიგნი, რომელსაც ემიგრაციაში მოხიტო წერს. ეს მისი თავგდასავალია, მოგონებები. გერმანელი მწერლის ცოლი საქართველოშია და თავის ყოფილ მეგობარს და ბასკ ქალს “სკაიპში” ესაუბრება. თქვენ და ქართველები ერთმანეთს გავხართ, საოცარი ხალხი ხართ! ქართველები ახლაც ომში არიან. სულ თავისუფლებისთვის იბრძვიან და ასეთი შედევრის წერა მხოლოდ ქართველს შეუძლია. შემდეგ ისხამს ქართულ ღვინოს და მას აქებს, ღვინის ღმერთის სადღეგრძელოს სვამს – ღმერთებიც რა უცნარი ჰყავთ ქართვეებსო… ამ ადამიანების დიალოგი ფილმში რამდენჯერმე ჩნდება.
მსახიობთან ჯერ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა, კონტრაქტზე ხელი მოწერილი არ არის და საქართველოშიც არ ჩამოსულა. აქ არც ჩამოგვყავს, მისი გადაღება გერმანიაში უნდა მოხდეს… მსოფლიო ვარსკვლავთან ხელშეკრულება რომ გაფორმდეს, მისი ჰონორარი, ანუ 100%-იანი თანხა უნდა გქონდეს. მისი დაფინანსება ქართული ბიუჯეტიდან არ იყო გამიზნული. ფული, რომელიც მოვიგეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთლიანად საქართველოში იხარჯება და პირადად კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ქართული ფული საზღვრებს გარეთ გავიდეს – აქ უნდა დარჩეს.
ფაქტია, რომ ეპატაჟური, უცნაური ადამიანია, მაგრამ ბატრონ მერაბს ტიპაჟი მოსწონს და ეს არის…
აფხაზეთის თემა არც მე ვიცოდი და არც ბატონმა მერაბმა. მაშინ საქართველოშიც არ ვცხოვრობდი. ერთი, რაც ვიცოდი, პუტინთან იყო კარგად და მერე მასაც ზურგი შეაქცია. ამიტომაც ჩავთვალე, რომ ყველა ბარიერი მოხსნილი იყო. პოლიტიკურ საკითხებს ასე არ ჩავღრმავებივარ.
ჰონორარი იმის მეხუთედია, რაც უნდა აიღოს და ეს გამოწვეულია ბატონი მერაბის განვლილი ცხოვრებით, ანუ რეჟისორი ვინ არის, ფილმს ვინ იღებს… თქვენ გგონიათ, დეპარდიემ იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა?! თუ ავუხსნით, გავაგებინებთ და მოვანანიებინებთ იმ ნათქვამს, განა ეს კარგი არ იქნება? არ ვარ პოლიტიკოსი და არ ვიცი, პოლიტიკურად რა არის კორექტული. მე პროდიუსერი ვარ. რეჟისორს მოსწონს მსახიობი? თუ შევძელი და ყველა სურვილი შევუსრულე, ეს კარგი პროდიუსინგის მაჩვენებელია. ღვაწლმოსილ რეჟისორს, საზოგადო მოღვაწეს, ერეკლე მეორისა და ჭავჭავაძეების შთამომავლს, ოციოდე წლის ჟურნალისტი რომ ურეკავს და ლამის სახელმწიფო ღალატში სდებს ბრალს, ეს ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს?! დამისახელეთ მერაბ კოკოჩაშვილისნაირი პატრიოტი! ისეთი ბრალდებები გაისმა, რომ პირველად მართლა ვერ მივხვდი, რა ხდებოდა…
სრულად – ამბები
კომენტარები