გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე დააკავეს

119 გენერალი  გიგი კალანდაძე დააკავეს. “პირველების”  ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გერმანიაში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით აიყვანეს. კალანდაძე აგვსიტოს ომის დროს მეოთხე ბრიგადას ხელმძღვანელობდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. თუ რას უკავშირდება გენშტაბის ყოფილი უფროსის დაკავება “პირველები” ამ წუთებში არკვევს.