გელათის ტაძრის წინამძღვარი, სხეულის დამწვრობის გამო, კლინიკაშია მოთავსებული

254 გელათის ტაძრის  წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის კლინიკაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, მან დაზიანებები კელიაში გაჩენილი ხანძრის გამო მიიღო. მამა იოსებ ბურჯანაძეს სხეულის 50% დამწვარი აქვს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა კელიაში ხანძრის გამომწვევი მიზეზი.