“გეკა” – სუსში, თამაზაშვილი – შსს–ში, სად გადაჰყავთ მდინარაძე? – ცვლილებები “ოცნების” მთავრობაში

154 “ქართულ ოცნებაში” სამთავრობო ცვლილებებია – ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება.  მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ. კობახიძემ თქვა, რომ სამივენი წარმატებულად მუშაობდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, რატომ გახდა გადანაცვლება საჭირო – არ უთქვამს.