Facebook-მა წერილობით მიმართა ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტს და მოსთხოვა, შეწყვიტოს სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების შექმნა მომხმარებლებზე დაკვირვებისა და თვალთვალის მიზნით, – ამის შესახებ BBC წერს.
კომპანიის მიმართვამდე, Guardian-მა დაწერა, რომ აშშ-ის პოლიციის დეპარტამენტი თანამშრომლობს ტექნოლოგიურ ფირმასთან, რათა გააანალიზოს მომხმარებელთა მონაცემები და გახსნას დანაშაულები.
Facebook-ი, თავისი წესდებით, ცალსახად კრძალავს ყალბი ანგარიშების შექმნასა და მოხმარებას.
კომენტარები