ელჩების კონფერენციაზე ზურაბიშვილს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს – ადმინისტრაცია

511 დღეს გაიმართა „ელჩების კონფერენცია 2022“ , რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა. „პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ ,,ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაა“ , – აცხადებენ ადმინისტრაციაში. რა იგულისხმება დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაში, ადმინისტრაციას არ განუმარტავს.