დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

67 დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. ცნობისთვის, დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა.