COVID19 ლაბორატორიაში შეიქმნა – ასეთი წარმონაქმნი ბუნებაში არ არსებობს – სკანდალური კვლევა

ნორვეგიელი მეცნიერი, ბირგერ სორენსენი აცხადებს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნილი ინფექციური დაავადებაა. ბრიტანულ-ნორვეგიული კლვევის ავტორებს აღნიშნულ მოსაზრებაში მხარს უჭერს ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რიჩარდ დიარლავი.

სორენსენისა და ბრიტანელი პროფესორის, ანგუს დალგლიშის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადჰყოფს, რომ კოვიდ 19-ის პროტეინების შემცველობა და მათი თანმიმდევრობა ხაზს უსვამს, რომ ვირუსული ნაწილაკები ხელოვნურადაა ჩასმული. ისინი აგრეთვე ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მუტაციის იშვიათობა დაავადებაზე მანიშნებელია იმისა, რომ იგი უკვე სრულად იყო ადაპტირებული ადამიანის ორგანიზმისთვის. კვლევა გრძელდება, რათა ლოგიკურად მოხდეს კოვიდ 19-ის განვითარების ეტაპების ახსნა და განსაზღვრა. ამის შესახებ სტატიას FORBES-ი აქვეყნებს.

სორენსენის თქმით, კოვიდ 19-ს გააჩნია ისეთი ნაწილაკები, რომელიც დიდად განსხვავდება სარსისგან. მისი თქმით, ამ ვირუსული წარმონაქმნების აღმოჩენა ბუნებაში შეუძლებელია, რადგან იგი არ არსებობს. მეცნიერი აღნიშნავს, რომ პირველად ამ ნაწილაკებისა და მათი ვირუსში არაბუნებრივი თანმიმდევრობის შესახებ პირველებმა ჩინელმა სწავლულებმა ისაუბრეს, რომლის შემდეგაც ჩინეთში ყოველგვარი გამოძიება და კვლევა ამ საკითხზე დახურეს.

ამავე აზრზეა ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, დეარლოვი , რომელიც უწყებას 1999-2004 წლებში მეთაურობდა. დეილი ტელეგრაფთან საუბრის დროს მან განაცხადა, რომ კვლევებით დგინდება ვირუსის ხელოვნური წარმოშობა.

მისი თქმით, ბიოუსაფრთხოების არასრულყოფილმა ზომებმა შესაძლოა განაპირობა ის, რომ ექსპერიმენტის მსვლელობის დროს ღამურებზე მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რამაც ხელი შეუწყო ვირუსის გაჟონვას – „ ეს ბადებს შეკითხვებს უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგელობა ჩინეთს და უნდა გადაიხადოს თუ არა კომპენსაცია. დარწმუნებული ვარ, ეს დააფიქრებს ბევრ ქვეყანას ჩინეთთან ურთიერთობაში“

  •  
  •  

კომენტარი

  1. კაი კაცო

    კაი კაცო,”ახალი ამბავი”

  2. ანონიმური

    კორონას ამბავი უკვე ყველამ იცის, იმნაძე გამყრიძის გარდა. ტრამპს ყოჩაღ! რომ ჯანმოზე, იმ ბოროტების ბუდეზე გაილაშქრა და იმედია მივა ბოლომდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.