COVID19-ის 218 ახალი შემთხვევაა და “ინფექციურში” ისევ წყალი ჩადის!

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა, თბილისში – 47, ხოლო იმერეთში – 26.

„218 ახალი შემთხვევა დაემატა. ლიდერობს აჭარა, სადაც არის კოვიდინფიცირების 137 ახალი შემთხვევა. თბილისში არის 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ექვსი, იმერეთში – 26, გურიაში – ორი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა 50 პროცენტზე ნაკლებია.

შეგახსენებთ, ქვეყნის მთავარი კლინიკა ისევ გადასახურია. გამოყოფილი თანხით, მხოლოდ დამიწება, ვენტილაცია და სხვა აუცილებელი პირობა მოგვარდა. რაც შეეხება სახურავს, შენობაც და სახურავიც “ავერსისაა”, შესაბამისად, ჯერ ისიც ვერ გაირკვა, სახელმწიფო აიღებს მის გადახურვას თავის თავზე, თუ “ავერსი”. პრემიერი გახარია ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში დაპირდა კლინიკას ახალ შენობას – თუმცა, ჯერ დანაპირები არ ჩანს.

“ალიამ” გადაწყვიტა, სანამ ინფექციური კლინიკა ამ დღეშია, კოვიდთან დაკავშირებული ყველა ახალი ამბავი, ინფექციურის ამ ფოტოთი გააშუქოს, მანამ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება.

  •  
  •  

One Comment

  1. eka

    ესე როგორ შეიძლება, ამ პრობლემის გადაჭრას რა უნდოდა, საკმარისი დრო იყო იმისთვის რომ დროებით გადაეცათ რამე შენობა ინფექციურისთვის. მე ადრეც დავწერე და კიდევ შევახსენებ, ჟურნალისტებიც დაინტერესდით რა იქნება!!! რესპუბლიკურის ძველი შენობა, რომელიც გავერანებულია (არ მახსოვს 12 სართულიანია მგონი) და მხოლოდ კარკასი დგას, ის გაარემონტეთ და სექტემბრისთვის ახალი კოვიდ მიმღები საავადმყოფო გვექნებოდა, გადაეცათ დრობით ეს შენობა ინფექციურისთვის, რა იქნებოდა. მარტის მერე ამას ვწერ, გამგონი არავინაა. დღეს 218 შემთხვევაა, მაშინ როცა სასომხეთში დღეს 115 შემთვევა დაფიქსირდა. აღიარეთ, რომ უკვე გაგექცათ სიტუაცია ხელიდან, უკონტროლო გადაცემები დაიწყო და წარმოგიდგენიათ ოქტომბერში სეზონური გრიპი რომ დაიწყება, მაშინ რა გველოდება წინ? დისტანციას არსად იცავენ, არც პირბადე უკეთია ხალხს, ტრანსპორტი გადაჭედილია და იმიტომაც მოიმატა ინფიცირებულებმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.