COVID19-ის 196 ახალი შემთხვევაა და “ინფექციურში” ისევ წყალი ჩადის!

საქართველოში COVID19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 31 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1412 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, ქვეყნის მთავარი კლინიკა ისევ გადასახურია. გამოყოფილი თანხით, მხოლოდ დამიწება, ვენტილაცია და სხვა აუცილებელი პირობა მოგვარდა. რაც შეეხება სახურავს, შენობაც და სახურავიც “ავერსისაა”, შესაბამისად, ჯერ ისიც ვერ გაირკვა, სახელმწიფო აიღებს მის გადახურვას თავის თავზე, თუ “ავერსი”. პრემიერი გახარია ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში დაპირდა კლინიკას ახალ შენობას – თუმცა, ჯერ დანაპირები არ ჩანს.

“ალიამ” გადაწყვიტა, სანამ ინფექციური კლინიკა ამ დღეშია, კოვიდთან დაკავშირებული ყველა ახალი ამბავი, ინფექციურის ამ ფოტოთი გააშუქოს, მანამ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ნათი

    როდის უნდა მოასწრონ შეკეთებები იმდენი დაავადებული მიდი-მოდის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.