Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვები, “ოცნების” შემომწირველებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და შესაძლო კორუფცია – IDFI-ის ანგარიში

“თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შესაძლოა კორუფციის რისკებს შეიცავდეს.


IDFI დაინტერესდა, თუ ვისთან ფორმდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესაძენად, რომლითაც სხვადასხვა ჯგუფების სოციალური დახმარება ხორციელდება.

ამასთან, კვლევაში გაეცნობით ჯანდაცვის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განახლებულ ხარჯებს 15 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით.
კვლევის თანახმად, კომპანიები, რომლისგანაც სახელმწიფო გამარტივებული პირდაპირი შესყიდვის წესით სხვადასხვა პროდუქციასა თუ მომსახურეობას ყიდულობდა, “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან.

კვლევის ავტორების თქმით, გამოვლინდა კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრეა დაფუძნებული.

კვლევა სრულად

  •  
  •  

One Comment

  1. Login Area

    414152 851133youre in point of fact a excellent webmaster. The internet site loading velocity is wonderful. It seems that you are doing any distinctive trick. In addition, The contents are masterpiece. youve done a terrific activity on this topic! 731541

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.