ბუტა რობაქიძის საქმეში ადეიშვილი გამართლდა, ოქრუაშვილის მუხლს კი ამნისტია შეეხო
142 ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ცნობილია, რომ მუხლს ამნისტია შეეხო, საბოლოოდ კი შს ყოფილ მინისტრს, სასჯელის ზომად 4 წელი და 5 თვე განესაზღვრა. საქმეზე გამართლდა ზურაბ ადეიშვილი. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადეიშვილს და ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე