ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე ,,ზარალა” დააკავეს

223 შსს-მ ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე ,,ზარალა” დააკავა.. Silk Road Group-ის დამფუძნებლის დაკავების ოფიციალური მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაა. გავრცელებული ინფორმაციით, რამიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ,,ზარალას” 236-ე მუხლით ედავებიან, რაც იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას გულისხმობს.