აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ – დაკავებულია 37 ადამიანი

102აზერბაიჯანში სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვას საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარალელურად, მოქალაქეები Instagram-სა და TikTok-ზე წვდომის შეფერხების შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს 37 ადამიანი. მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციების მონაწილეები კონფლიქტში შედიოდნენ სკოლების თანამშრომლებთან, აზიანებდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების ქონებას და ხელს უშლიდნენ ტრანსპორტის მოძრაობას. უწყების ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ქმედებების ორგანიზების მუხლით. … ვრცლად აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ – დაკავებულია 37 ადამიანი