“რატომ მიხვედი გარეჯის მიწაზე… ეხლა არ დაგილეწო…” – მორიგი თავდასხმა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე, ამჯერად უდაბნოსთან. მას შემდეგ, რაც გადამღებმა ჯგუფმა დავით გარეჯის ტერიტორია დატოვა, მორიგი პროვოკაცია მათ პოლიციის გზაზე ადგილობრივებმა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მოუწყეს.
მანამდე კი, დავით გარეჯში რეპორტაჟზე მუშაობისას მთავარის ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა კარტოგრაფ ივერი მელაშვილთანაც, რომელიც დავით გარეჯში ტელეკომპანია „მთავარის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
კომენტარები