მთაწმინდაზე აღმოჩნდა კახა კალაძის ხმების მთელი დასტა მოპარული და მელიას მხარეს გადადებული , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
,,რამდენიმე წუთის წინ მთაწმინდაზე აღმოჩნდა მთელი დასტა კახა კალაძის ხმების მოპარული და გადადებული მელიას მხარეს. დასტაში, სადაც ერთი და მეორე კანდიდატის მონაცემები იკრიბება ხოლმე, 10 ბიულეტენიანი დასტა იყო მოპარული და გადადებული მელიას ხმების მხარეს. ასევე იყო ფაქტი პირველ ტურზე, როდესაც ქალბატონმა ასეთი დასტა ჩაიდო ჩანთაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის ამ განცხადებას პასუხობენ სამოქალაქო აქტივისტები და კომენტარებში ერთი წერს:
“ამას სირცხვილით ვერ ვიტყოდი
და ამ დროს კომისიის წევრები და დამკვირვებლები მიშასთან იყვნენ აუდენციაზე თუ გარდაიცვალნენ?”
კომენტარები