“90 წლამდე იცოცხლა და მეტი რაღა უნდოდაო, რაღა დროის მაგის გადარჩენა იყოო…”

სოფო ბუკია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ქუთაისში 90 წელს გადაცილებული ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ამ ინფორმაციის ქვეშ არის ატეხილი ერთი ხორხოცი და ღადაობა – რა კორონა, 90 წლის კაცი სიბერით გარდაიცვლებოდაო, 90 წლამდე იცოცხლა და მეტი რაღა უნდოდაო, რაღა დროის მაგის გადარჩენა იყოო.

80 და 70 წლისებზეც იგივეს ამბობენ. ხანდაზმული ადამიანის სიკვდილი არ ითვლება დიდ დანაკარგად.

ასეთია დამოკიდებულება სიბერის მიმართ საქართველოში. ხანდაზმული ადამიანი აქ სახლში ჩაკეტილი სევდიანი ავადმყოფია, რომელიც მხოლოდ პენსიას და სიკვდილს ელოდება.

უბრალოდ შევახსენებდი მათ, ვინც ასე ფიქრობს, რომ ამერიკის პრეზიდენტობისთვის დღეს 74 და 77 წლის კანდიდატები იბრძვიან.

ამ დამოკიდებულების მიზეზი დიდწილად ჩვენი სიღარიბეა, რა თქმა უნდა, თუმცა არა მარტო ეგ. მენტალურადაც გვაქვს პრობლემა, მუდმივად რაღაც ასაკობრივი შეზღუდვები – რა დროს მაგის გართობაა, ცეკვაა, სიყვარულია, გათხოვება, ცოლის მოყვანაა, მოკლე კაბაა და ა.შ.”

  •  
  •  

2 Comments

  1. ნათი

    გეთანხმებით სოფო,სიმართლეს ამბობთ

  2. Eko

    Სოფო გეთანხმები ყველაფერში. Ეს უაზრო ღლიცინი, რა საჭიროა არ მესმის. Სამწუხაროდ საზოგადოების მიდგომა ასეთია. Თითონ რომ დაბერდებიან, მოეწონებათ რომ მათზეც ასე იღლიცინონ? Უკულტურო ერად ვიქეცით, უგუნურმა ხალხმა წალეკა ჩემი სამშობლო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.