9 დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

13 9 ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს- საგანგებო განცხადება ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში ენმ-ს ერთ ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ გააკეთა. შიმშილობას იწყებენ დეპუტატები დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.