“9 წლისაა და ერთი კითხვით იღვიძებს – ხომ არ მოიმატა დაავადებულთა რიცხვმა”

ჟურნალისტი, ავთო დვალიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ხშირად მომისმენია საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, ბევრი ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვართო…

არ მინდა ასეთი ფაქტები…

ჩემს თავს რომ თავი დავანებოთ, მე-20 საუკუნის 90 იანი წლებითურთ, ჩემმა უფროსმა შვილმა 2008 წლის ომი, 4 წლის ასაკში შეიგრძნო მთელი თავისი სიმძაფრით…

უმცროსი შვილი ახლა გადის ეტაპს, როცა დაძაბული უსმენს ყველაფერს, ყოველ დილით მხოლოდ ერთი კითხვით იღვიძებს – ხომ არ მოიმატა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა საქართველოში…

რამდენჯერმე კითხვაც დასვა, ჩვენ, ოჯახის წევრებსაც ხომ არ დაგვემართება ეს ვირუსი… არადა ჯერ 9 წლისაა..

არ მაინტერესებს მე ეს ეპოქა…!”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.