9 შეიარაღებული პირი იმავე გზით შემოვიდა, რომლითაც ჩატაევი – ტერორიზმი თუ გულგრილობა?

გაქცევა თურქეთიდან თუ საიდუმლო ოპერაცია საქართველოში? – ბათუმში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 9 შეიარაღებული პირი მდინარე ჭოროხის გავლით, კირნათი-მამარადიდის სასაზღვრო ზოლიდან შემოვიდა. ეს ის ზონაა, საიდანაც თავის დროზე ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფება შემოვიდა. თურქეთიდან გადმოსულმა 9 შეიარაღებულმა პირმა ბათუმში კონსპირაციული ბინა იქირავა და რამდენიმე თვის განავლობაში ისე ცხოვრობდნენ, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა მათ შესახებ არაფერი იცოდნენ. ადგილობრივები, რომლებიც საზღვართან ახლოს ცხოვრობენ ტვ პირველთან აცხადებენ, რომ ჩატაევის ინციდენტის შემდეგ კირნათი- მარადიდის მონაკვეთზე კამერები დაამონტაჟეს და არასანქცირებული გადაადგილებსთანავე განგაშის სიგნალი ირთვება.
ლოგიკურად ჩნდება კითხვა – შეიარაღებული პირები შემოიპარნენ თუ შემოიყვანეს?
ტვ პირველის ინფორმაციით, მიმდინარეობს საქმეზე მასალების მოგროვება და არ არის გამორიცხული საქმე ტერორიზმის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.
ისინი საქართველოში 6 თვის წინ გამოჩნდნენ, ხოლო მოგვიანებით იმავე გზით შემოვიდა კიდევ ერთი პირი, რომელიც ბათუმში, ნაქირავებ სახლში მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. დაკავებულის მეუღლე მთავართან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ისინი მოქალაქეობის მიღების მიზნით ჩამოვიდნენ და იარაღის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ბინა, სადაც შეიარაღებული პირები ცხოვრობდნენ ბათუმის აეროპორტთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ისინი ღამით საცხოვრებელს ტოვებდნენ და გაურკვეველ მისამართზე მიდიოდნენ. დაკავებულების მეზობლები ყვებიან, რომ მათ მანქანით ღამით აკითხავდნენ და მიჰყავდათ. “ძირითადად ჩაკეტილები იყვნენ, სადღაც მიდიოდნენ. არავისთან ქონიათ კონტაქტი. ვიღაცეები აკითხავდნენ მანქანით და მიდიოდნენ ღამით” – აცხადებს მეზობელი. დაკავებულებს აეროპორტთან ახლოს 2 ბინა ჰქონდათ დაქირავებული. უცნობია, ვისი შუამავლობით მიაქირავეს თურქეთიდან საქართველოში არალეგალურად გადმოსულებს საცხოვრებელი.
სუსმა საქმეს გრიფით საიდუმლო დაადო, ამიტომ დაკავებული პირების ადვოკატი, რომელსაც ხელი გაუთქმელობაზე აქვს მოწერილი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
არსებული ინფორმაიით, ცხრავე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. გამომძიებელთა ის ჯგუფი, რომლებმაც ბათუმში სპეცოპერაცია ჩაატარეს, გამოძახებულები არიან სახელმწიფო უსაბრთხოების სამსახურში.
რა მიზნით იმყოფებოდნენ თურქეთიდან გამოსული შეიარაღებული პირები საქართველოში – ამაზე არ საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ბათუმში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე ცხრა პირი დააკავეს. სპეცოპერაცია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომდგენლებმა რამდენიმე მისამართზე ჩაატარეს.

დაკავებულია თურქეთის ცხრა მოქალაქე, რომელთაც საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდებათ და ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან.საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი.

ნიუპოსტი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.