“76 წლის იყო, ჯანზე იყო, კორონა არა ისო, ჩემი მანქანით წავიყვანე ხაშურშიო”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ს.ო. წერს:

“ჩავჯექი თუ არა, მაშინვე დაიწყო ლაპარაკი ტაქსისტმა.

ჩვეულ განწყობაზე ვიყავი, ანუ უჟმურად და გავყავი თავი ფანჯარაში, ტუჩები მაგრად მოვკუმე, წარბებები შევატყუპე და გავუშვი სიგნალი, რომ არც მოსმენის ხასიათზე ვიყავი და არც ლაპარაკის, მაგრამ….

დაიწყო და დაიწყო, რაც მეტად ვცდილობდი არ მომესმინა, მით-უფრო მესმინებოდა.

მოყვარე გარდამეცვალაო, დავაწვინე საკაცეზეო, სიდენიები გადავწიეო და ჩემი მანქანით წავიყვანე ხაშურშიო.

აი ჩემს გვერდით დავდგიო და შენ სადაც ზიხარ (უკან ვიჯექი) იქ დავადებინე თავიო.

გამაბარძგალა.

აგრძელებს, პირველად იყო რომ მკვდარი გადავიყვანე ჩემი მანქანითო და უცებ ჩაუაბგონა ვიღაცას და გავარდა გიჟივივთ.

დავიწყე ლოცვა, მეორე მკვდარი მე არ ვიყო ამ კაცის მანქანაში მეთქი.

მივედით დანიშნულების ადგილას და რით მოკვდა იციო?

ვითომ ინტერესით სული მელოდა, გადასული ვუყავი ნახევრად მანქანიდან და ჯანდაბას, ზრდილობას გამოვიჩენ- მეთქი და ვკითხე რით?კორონა უთხრესო, 76 წლის იყო, ჯანზე იყო, კორონა არა ისო.

დაფეთებულმა გადავიხადე ფული და ტუალეტში შევვარდი, ცხელი წყლით დავიფუფქე ხელები.

რას ვეკითხებოდი, რა მინდოდა”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.