“6000 ადამიანი დაავადდა ვირუსით 24 საათში, არაფერს კეტავენ, არავინ პანიკობს!” – რა ხდება საფრანგეთში?

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“6000 კაცზე მეტია საფრანგეთში, კორონავირუსით 24 საათში დაავადებულთა რიცხვი. სიკვდილიანობა პრაქტიკულად – 0

სააგენტოები, რადიოები, ტელევიზიები ფაქტიურად უკვე ამ თემაზე მხოლოდ მოკლე ინფორმაციებით შემოიფარგლებიან. მთავრობა არაფრის დაკეტვას, დახურვას, ჩაკეტვას და ჩარაზვას არ აპირებს. არავინ არ პანიკობს. ქვეყანა ცხოვრობს ჩვეულებტივი რიტმით. წაბრძანდი სადაც გნებავს, ჩამოსვლითაც არანაირი პრობლემა არაა “ბიევენიუ”..

ჯანდაცვის მინისტრმა თქვა რომ, ფრანგული მედიცინა უმკლავდება კორონავირუსთან ბრძოლას. დღეს საჯარო სკოლებში სწავლა ჩვეულებრივად დაიწყო, ხვალ კერძო სკოლები განაახლებენ. სამსახურები ჩვეულებრივად მუშაობს, კაფე-ბარები, რესტორნები, კინოთეატრები ჩვეულ რეჟიმში.. ერთად ერთი დისკოტეკები იკეტება ღამის 1 საათზე.(დირეატივაა ამფერი)

ნუ ვცხოვრობთ ჩვეულებრივად, ნიკაპზე წამოცმული ნიღბებით.

PS.. აცივდა და მინდა გითხრათ რომ, მშვენიერი კომფორტულია ეს ნიღაბი

Ps.Ps.. ამ კორონას არსებობა საერთოდ არ გამახსენდებოდა, აქ რო არ შემოვდიოდე და ქართული მედიის სტატიებს არ ვკითხულობდე”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.