“600 ათასს დავეხმარებითო და 200 ათასს დაეხმარეთ – თქვენ ხართ ფეიკ ბიუჯეტის ავტორი!”

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პრემიერ გახარიას მიმართავს:

„ბატონო გიორგი თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკ ბიუჯეტის ავტორი, სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია.

შეგახსენებთ თქვენს ბიუჯეტს და თქვენს პრეზენტაციებს, როდესაც ამბობდით, რომ 350 000 ადამიანს და 250 000 თვითდასაქმებულს ფინანსურად დაეხმარეოდით. ანუ თქვენ, 600 000 ადამიანისათვის პირდაპირი ფინანსური დახმარება უნდა გაგეწიათ. რამდენიმე დღეში ეს პროცესი მთავრდება და ვხედავთ, რომ დაახლოებით 400 000 ადამიანი დახმარების გარეშე დატოვეთ.

სულ მცირე 300 მილიონის ეკონომია გააკეთეთ აი ამ თქვენი ფეიკ დაპირებებისა და ფეიკ ბიუჯეტის წყალობით, და ეს 300 მილიონი წარიმართება იმ ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც თქვენ არ შეკვეცეთ ბიუჯეტში. რა ხარჯებია ეს?! – ეს არის ის ხარჯები, რომელიც მიმართულია თქვენი ბიზნესებისთვის, ხელისუფლებასთან დაახლოვებული კომპანიებისთვის, უსარგებლო კორუფციული ხარჯები, პოლიტიკურად მოტივირებული ხარჯები“.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ფფეიკები შენკენ მოიკითხე კუპონ

  2. ანონიმური

    წადი კუპონ პენსიაზე გადიიიი

  3. ანონიმური

    თქვენ სულ ყველაფრის გარეშე ქუჩაში დატოვეთ ომის მერე ხალხი

  4. ანონიმური

    ხალხს ეს მთავრობა რომ ეხმარება ისე უნდა აბა თქვენ ყურს არ იბერტყავდით არაფერზე

  5. ანონიმური

    ყველას ეხმარებიან შეძლებისდგავარად შთქვენგან განსხვავებით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.