60 წლის მამაკაცს აქვს განგრენა და კოვიდი, თუმცა, კლინიკაში არ გადაჰყავთ – “სასტუმროში იზრუნებენ”

60 წლის მამაკაცს, რომელსაც განგრენა აქვს, კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი 3 დღეა, ქობულეთის ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში იმყოფება. მასთან ამ დრომდე ეპიდემიოლოგები არ მისულან. ფაქტის შესახებ “2020NEWS”-ს სასტუმროდან შეატყობინეს.

“სამი დღეა ეს მამაკაცი სასტუმროშია. ასეთ მძიმე ავადმყოფს რა უნდა სასტუმროში? ის საავადმყოფოში უნდა იყოს და ოპერაცია უტარდებოდეს. სამი დღეა უპატრონოდაა და მისი ბედით არავინ ინტერესდება”, – განუცხადა სააგენტოს სასტუმრო „აიეტის“ ბინადარმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. ინფორმაციის გადასამოწმებლად, ჩვენ სასტუმრო “აიეტის” ადმინისტრაციას დავუკავშირდით. “ყველაფერი წესრიგშია, არავითარი პრობლერმა არ არსებობს”, – განაცხადა სასტუმროს ადმინისტრატორმა და ტელეფონი გაგვითიშა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აცხადებს, რომ ასეთი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თუ პაციენტი კოვიდ-სასტუმროშია, იქ სამედიცინო პერსონალი არის და პაციენტების ჯანმრთელობაზე ისინი იზრუნებენ”

სასტუმროებში რეანიმატოლოგები გვყავს? – არა

საოპერაციოა მოწყობილი სასტუმროში? – არა

რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტის მდგომარეობას ამძიმებს ვირუსი – კი

გარდაცვალებისას, თანმხლები დაავადებების ჩამოთვლით თავს იმართლებენ? – კი

რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტი სასტუმროში უნდა იყოს – არა

დაგვცინიან? – კი

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ამ არსებამ თქვა ერთი კოვზით ზიარებაზე მეცნიერული კვლევა არ ჩატარებულაო.და დასაშვებიაოოო.აი ასეთი გამოყლევებული მთავრობა ყავს ქვეყანას და რა გიკვირთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.