6 წლის ბიჭი ტუალეტში დაიხრჩო – ათასზე მეტი ადამიანი 2 დღე ეძებდა – მოლდოვა

მოლდოვაში 6 წლის ბიჭი უნიტაზზე ჯდომისას ჩასრიალდა და საპირფარეშოს ორმოში ჩავარდა, რის შემდეგაც იგი ფეკალიებმა დაახრჩო. მცირეწლოვანი სახლის გარე საპირფარეშოს ორმოში დამხრჩვალი იპოვეს ორდღიანი ძებნის შემდეგ.

ბენიამინ ოსიპსიუ გასული კვირის სამშაბათს გაუჩინარდა ქალაქ ჰინსენსტში, რომელიც მოლდოვის ცენტრალულ ნაწილში მდებარეობს.

ადგილობრივთა ინფორმაციით, აღნიშნული უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბიჭი თავის 14 წლის დასთან და 9 წლის ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვებმა როდესაც გარკვეული პერიოდის შემდეგ თავიანთი ძმის გაუჩინარება დააფიქსირეს, ამის შესახებ მათ მშობლებს უამბეს, რომლებმაც პოლიციაში განაცხადეს. 1000-ზე მეტი პოლიციელი მონადირე და მოხალისე ადამიანი ეძებდა ბიჭს ორი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და გარეუბნებში.

დიდხნიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს დაკვირვებით შეესწავლათ სახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ტუალეტში აღმოაჩინეს დამხრჩვალი ბავშვი.

ნიუპოსტი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.