6 წლის ბიჭი კრაზანას ნაკბენმა იმსხვერპლა – “რამდენი იტანჯა, არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს”

კამბოჯაში, 6 წლის ბიჭი ასობით მწერმა “ონავარმა” დაკბინა, რის გამოც გარდაიცვალა. ამის შესახებ Mirror წერს.

ბიჭი ბებიას ბაღში ეხმარებოდა, მათ შემთხვევით ონავართა ბუდე დაანგრიეს, საიდანაც ასობით კრაზანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი გამოფრინდა, ბებიას და შვილიშვილს დაესია და მთელ სხეულზე დაკბინა.

არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ბებიამ კი მხედველობა დაკარგა.

”ძალიან ვწუხვარ ჩემი ბიჭის გამო. ყოველ ჯერზე ვტირი, როცა ვფიქრობ თუ რამდენი იტანჯა, ის არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს. მე რომ მასთან ვყოფილიყავი დავიცავდი და ალბათ გადარჩებოდა”, – განაცხადა 6 წლის ბიჭის დედამ.

მწერი, სახელად “ონავარი” კრაზანისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, რომლებიც ცხოვრობენ აზიაში, ახალ გვინეასა და სამხრეთ აფრიკაში.

report.ge

  •  
  •  

One Comment

  1. maha pharmaceuticals

    264588 144215My plate is real full and your tryna give me a lot more food, boy what the fuck is wrong wit you?!|guruisthebomb| 305357

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.