6 წლის ბავშვი კორონავირუსის დიაგნოზით ბოჭორიშვილის კლინიკაში მოათავსეს

ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს შეყვანილი ინფიცირებული 6 წლისაა – ამის შესახებ კლინიკის ექიმმა ეკა ჭოლაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება დაინფიცირებული 6 წლის ბავშვი, რომლის კლასტერიც უკვე ცნობილია.

მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დაწყებულია კლინიკა-ლაბორატორიული კვლევები. მას არ აქვს პნევმონია და ექვემდებარება მკურნალობას. ბავშვებში დაავადება საკმაოდ სტაბილურად მიმდინარეობს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.