5G ტექნოლოგიას მალე დავნერგავთ, რადგან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზა ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგიებზე გადის – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისია  აქტიურად მუშაობს, რომ 2020 წელს  ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს. 21 საუკუნეში, როდესაც ვითარდება და ინერგება  ინოვაციური ტექნოლოგიები, უმნიშვნელოვანესია ამ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, ვინაიდან  5G ინტერნეტი, აუცილებელი  წინაპირობაა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი და სხვა. მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად კომისიამ მასშტაბური სამუშაო უკვე ჩაატარა, უახლოეს მომავალში კი 5G  ქსელისა და მომსახურებებისთვის საჭირო სიხშირული სპექტრის გასაცემად აუქციონი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, კომისია კომპანიებისთვის გარკვეული ვალდებულებების ნუსხას განსაზღვრავს, სატელეკომუნიკაციო კომპანიები კი 5G  ტექნოლოგიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გამართავენ.

ინოვაციური ტექნოლოგიის  დანერგვის პარალელურად, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5G ინტერნეტი ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.  გამომდინარე იქედან, რომ FAKE NEWS -მა  საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა, თემაზე განმარტება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გააკეთა და აღნიშნა, რომ COVID-19 5G მობილური ქსელით არ ვრცელდება.

გარდა ამისა, განმარტება ამ თემაზე არაერთხელ აქვს გაკეთებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომელიც მიიჩნევს, რომ რადიოსიხშირული ველები და კონკრეტულად 5G  ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე  ზეგავლენას არ ახდენს.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რადიოსპექტრის შესახებ ჩატარებული კვლევებით, 5G ტექნოლოგიის გამოყენება, ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.  

კვალიფიციური და ავტორიტეტული ორგანიზაციების განმარტებების გარდა, კომუნიკაციების კომისია აუცილებლად მიიჩნევს, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია  რამდენად საჭირო და რა სიკეთის მომტანია  5G  ტექნოლოგია. 

მსოფლიო მასშტაბით, ტექნოლოგიების განვითარების უმთავრესი გზა მე-5 თაობის  ინტერნეტზე გადის. შესაბამისად, 5G ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ქვეყნისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში. 5G წარმოადგენს უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგიის ახალ თაობას, რომელიც უკვე არსებული  ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, მომხმარებელს უფრო სწრაფი ნავიგაციის და ისეთი მომსახურებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც წინა ტექნოლოგიების პირობებში არ იყო შესაძლებელი. 5G-ის მიერ შეთავაზებული კავშირის სიჩქარე და ხარისხი მოიცავს ახალი, ინოვაციური მომსახურებების ძალიან ფართო და მნიშვნელოვან პოტენციალს, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროებისა და ინდუსტრიისთვის, და რაც ყველაზე მთავარია –  საზოგადოებისთვის. 

5G უკვე გამოიყენება და მასზე დაფუძნებული მრავალი მომსახურების ტესტირება მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნებობის და სატრანსპორტო სფეროებში. მაგალითად, სატესტო რეჟიმში, უკვე მუშაობს „ჭკვიანი სასწრაფო დახმარება“, რომელიც იკვლევს, როგორ შეიძლება პაციენტების მკურნალობა გადაუდებელი დახმარების ფარგლებში, საავადმყოფოს პერსონალთან, პარამედიკოსების  მეშვეობით.    

5G ტექნოლოგია აგრეთვე გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ავტონომიური მიწათმოქმედების დანადგარები, რომლებიც მიწას ამოწმებენ ვიდეო სენსორის გამოყენებით და სასუქსა და პესტიციდს იყენებენ ზუსტად იქ, სადაც – საჭიროა. 5G-ის გამოყენება ხელს უწყობს, როგორც რესურსების დაზოგვას, ისე – ეფექტიანობის ამაღლებას, მათ შორის, სატრანსპორტო სფეროში. სატრანსპორტო ქსელებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და სხვა საჯარო ორგანოებს, 5G-ის გამოყენება შეუძლიათ ისეთი საზოგადოებრივი მომსახურებების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა პარკირება, საავტომობილო მოძრაობის მართვა და გარე განათება.

ამას გრადა მნიშვნელოვანია, რომ  მსოფლიო გამოწვევას, რომელსაც  COVID-19 ჰქვია, ის ქვეყნები სადაც 5G  ტექნოლოგია უკვე მუშაობს ყველაზე ეფექტურად გაუმკლავდნენ, სწორედ ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოყენებით. 

სამხრეთ კორეაში, 5G ეფექტურად გამოიყენეს, რათა ზუსტად დაედგინათ ინფექციის გავრცელების არეალები და ე.წ. კლასტერები. მსგავს მიდგომას იყენებს ისრაელიც, სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით ხდება საკარანტინე ზონების გაკონტროლება, რომ არ მოხდეს მათი თვითნებური დატოვება. ტაივანიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 5G ტექნოლოგია COVID 19-თან ბრძოლაში ეფექტურად გამოიყენა. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ეს ქვყენები საკმაოდ წარმატებით გაუმკლავდნენ ინფექციის ზრდის ტემპის დასტაბილურებას და ინფექციის კერების ლოკალიზებას.

ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ახალი თაობის ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით. პრინციპულად მნიშვნელოვანია ეფექტურად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს და წამყვან ქვეყნებთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში მოწინავე ადგილი  გვეკავოს, – აღნიშნულია კომუნიკაციების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  •  
  •  

9 Comments

  1. ანონიმური

    Ver danergavt tavze dagamxobt

  2. კატო

    4G სიხშირე არის -2.5 გიგაჰერცი!
    5G სიხშირე არის – 60 გიგაჰერცი!!!! წარმოიდგინეთ განსხვავება?!
    ეხლა ალაპარაკდა მსოფლიო ამ 5G ანტენების ავკარგიანობაზე და უამრავი ქვეყანაში ეხლა ატარებენ ტესტირებას ამასთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს ანტენები არც კი ჰქონდათ გატესტილი ისე დაამონტაჟეს იმ ქვეყნებში. ეხლა კი ყველა ქვეყანა შეშფოთებულია, იმიტომ რომ დაკვირვებით აღმოჩნდა რომ 5G ანტენების ზემოქმედება ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, ვინაიდან ამ ანტენებიდან მოდის დიდი სიხშირის ტალღები, რომლებიც ჟანგბადის მოლეკულებს ახშობს. დასხივება აქვს კოლოსალური. რა ჯანდაბად მინდა 5G და 6G ინტერნეტი (ეს 1000-ჯერ უფრო ძლიერია თურმე) თუ არ დავრჩებით ამ დედამიწაზე ადამიანები. და უმთავრესი ჯანმოს რეკომენდაცია თქვენ დაიტოვეთ, მაგის არასწორი დასკვნების გამო აღმოჩნდა მსოფლიო ამ პანდემიის წინაშე. სულ დასახურია ეჰ ჯანმო, ვინც ბევრ ფულს გადაუხდის იმის მხარეს იჭერს. ასე რომ დაიჭირეთ ხელში ეგ ჯანმოს რეკომნაცია. საქართველოში ეგ ანტენები არ დამონტაჟდება, გონზე მოეგეთ და მარტო ფულები ნუ განაღვლებთ!

    1. ლევანი

      და ვინ არის ჯანმოს მთავარი დამფინანსებელი? ბილ და მელინდა გეითსების ფონდი, ვინ ზის ჯანმოს ბორდში? მათივე დანიშნული ხალხი. რას აცხადებს ჯანმო? იმას რასაც ბილი ეტყვის მათ!!! რატომ შეწყვიტა ტრამპმა დაფინანსება? იმიტომ რომ ებრძვის ბილს, ჯანმო კი მისი ერთერთი იარაღია!!!

  3. ანონიმური

    Xoda mashin miigebt xalxis risxvas… Tav ybas gaufrtxilgit

  4. აბსურდის მსოფლიო 99%-თვისთვის....პოლიხრონიააააა............

    !!!ტელევიზორებსში ამას ვერ ნახავთ,მაგათ ჩვენ დებილები ვგონივარ,ნახეთ ეს უახლესი ინფორმაცია …მაგათი ბილ გეიტსის საქმეები ცუდათაა და დ.კ.ც. ისე იზამს რომ მიყვება მაგათ უცხოელ მამებს…არავითარი კოვიდ-19 საქრთველოში არაა…სავარაუდოთ მაქსიმუმ 10% -მდე თუ ექნება ვინმეს!!!. დანარჩენი მაქსიმუმ არის ჩვეულებრივი პნევმონია…
    https://www.youtube.com/watch?v=R8g2POc6Ndo

    1. შედევრი

      დაამონტაჟეთ და მერე თქვენ დაგამონტაჟებენ მათ ადგილზე!… აი თქვენი ლობისტი… რასაც დასთეს იმას მოიმკის 💉⛔ Народ! Зайдите в инстаграм к Биллу Гейтсу! Там люди со всего мира протестуют в комментариях против вакцинации и нового мирового порядка, против 5G и сатанинской элиты! https://www.youtube.com/post/UgzPMVPykM578effGih4AaABCQ ნახეთ, ვინც ინგლისური იცით, მართლაც ასეა! და ასე მოუვა იმ მასკიან ბიჭს… 5g კონცლაგერს რომ უმზადებს მსოფლიოს…. “აგერაა გერმანია და აგერა ვართ ჩვენ”…

      1. მართლააა

        ვითომ “პანდემიას” 5G ანტენების დაყენებისთვის იყენებენ ეს ყურუმსაღები,იმიტომ ამბობენ ეს 4 დღე არის მნიშვნელოვანიო. მერე ნახეთ მართლა პანდემია, როგორც უხანში და იტალიაში(პირველები იყვნენ სადაც 5G დადგეს!) და რიგები “მსოფლიოში პირველ მედიკოსებთან”… მერე კიდევ,უფრო აყვავდება ფამა ბიზნესი, ჩეხვა ბიზნესი… და ასე იქნებიან ისინი მთელი სოფელი,პირველ რიგში,მოხუცების და მერე დანარჩენი ქართველების გარეშე… არ კიდიათ!

  5. პატრიოტი

    ლონდონში ბევრგან დაწვეს ანტენები.ნურც გაბედავთ და დაიწყებთ რეკლამირებას და მონტაჟს.ქართველი ერი ერის გაწყვეტას არ დაუშვებს ვიღაცეების გამდიდრების ხარჯზე.4.5 ჯი ძალიან კარგად მუშაობს.სტოოოოპ 5G.

  6. corredores inmobiliarios lima

    944763 396267Some genuinely nice and utilitarian data on this internet internet site , also I believe the style and design holds excellent features. 216610

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.