“536 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმეა 4, ხოლო 17 საშუალო სიმძიმისაა”

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი დადასტურებული 87 ახალი შემთხვევიდან 29 ბათუმს, 24 კი ქუთაისს უკავშირდება.

„29 არის ბათუმის შემთხვევბი, 24 გახლავთ ქუთაისს სკოლის შემთხვევები, 12 პაციენტი გახლავთ დადასტურებულთან კონტაქტები, 5 შემთხვევა აჭარაში მოგზაურობის ისტორიით, 4 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 3 სატვირთო მანქანის მძღოლია, 3 შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი, 10 შემთხვევაზე კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის თვალსაზრისით კვლევა გრძელდება. ამასთან, სტაციონარში მკურნალობას გადის 536 პაციენტი, რომელთაგანაც კრიტიკულად მძიმეა 4 მათგანი, ხოლო 17 პაციენტი საშუალო სიმძიმის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 87 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    madloba Chvens medikosebs tavdauzogavi shromistvis

  2. ანონიმური

    მალე გამოჯარნთელებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.