5 ჯეკპოტი, ანუ დაუჯერებელი ამბავი!

მოგების სახით გაცემულია 28 336 163 ლარი, გათამაშებულია 5 ჯეკპოტი, მაქსიმალური მოგებაა 1 182 454 ლარი, გამარჯვებულია 2 500 000-ზე მეტი ბილეთი – ეს საქართველოს ეროვნული ლატარიის  ოფიციალური მონაცემებია. კომპანიამ ოპერირება ბაზარზე 2018 წლის 17 მარტს დაიწყო, ამ ორი წლის განმავლობაში გაცემულია უპრეცედენტო რაოდენობის თანხა და დაფიქსირებულია 5 ჯეკპოტის გათამაშება. გთავაზობთ ლატარიის მოთამაშეებიდან ყველაზე იღბლიან ადამიანებს, რომლებმაც ჯეკპოტი მოიგეს.

ჯეკპოტი 1 182 454 ლარი! გიორგი და ვალიკო კვაჭაძეები, ბათუმი. ლოტო 6/42

21 იანვარს კვაჭაძეების ოჯახისთვის ჩვეულებრივად გათენდა. 

ოჯახის საკმაოდ სევდიანი ისტორია მალევე მოექცა მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში. კვაჭაძეების ოჯახმა გრძელი გზა განვლო კათარზისიდან მილიონამდე, ვალიკო კვაჭაძე ყოველ დილით საკვებისთვის სოციალურად დაუცველთა სასადილოში დადიოდა, გზად კი ლატარიის ბილეთს ავსებდა და მოგების იმედით დევნილთა დასახლებაში მდებარე ნაქირავებ ბინაში ბრუნდებოდა, რადგან საკუთარი ბინა უკვე წლებია, ოჯახს დაგირავებული აქვს. 

იმ დღესაც, ჩვეულებისამებრ, ვალიკო კვაჭაძემ კათარზისიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე ნაცნობ მეჯიხურესთან „ლოტო 6/42“-ის ბილეთი შეიძინა, მისმა შვილმა გიორგიმ კი შეავსო. მამამ, რომელსაც 17 იანვარს 77 წელი შეუსრულდა, იღბლიანი ციფრები უკარნახა და სწორედ ამ კომბინაციამ შეცვალა კვაჭაძეების ცხოვრება სამუდამოდ. 

ახალ მილიონერს „საქართველოს ეროვნული ლატარია“ მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღე ეძებდა და საბოლოოდ ბათუმში, დევნილთა დასახლებაში მიაგნო.

ჯეკპოტი 857 007 ლარილალი ზურაბიშვილი, თბილისი. ლოტო 6/36

ლალი ზურაბიშვილი „ლოტო 6/36“-ს სისტემატურად თამაშობს. იმ ჯადოსნურ დღესაც, ტრადიციულად, სახლთან ახლოს მდებარე ლატარიის ჯიხურში „ლოტო 6/36“-ის რამდენიმე ბილეთი შეიძინა, თუმცა რატომღაც უკან მიბრუნდა და კიდევ ორი ბილეთი დაამატა. სწორედ ამ ორი ბილეთიდან ერთ-ერთმა მოიგო ჯეკპოტი! გათამაშების დროს ის რამდენიმე წუთით ეკრანს მოსცილდა და ვერ გაიგო, როდესაც მისი ბილეთის ექვსივე რიცხვი ლოტოტრონმა თანმიმდევრობით გამოავლინა, სწორედ ამიტომ ბილეთის მფლობელს მოგება გაცილებით ნაკლები – 4565 ლარი ეგონა. 

მხოლოდ „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ სერვისცენტრში მისვლის შემდეგ შემდეგ შეიტყო ლალი ზურაბიშვილმა, რომ მან ჯეკპოტი მოხსნა – 857 007 ლარი!

ლალი ზურაბიშვილმა პირველად შვილს დაურეკა. მან მოგებული თანხა ბევრ კეთილ საქმეს მოახმარა, მშვიდი და უზრუნველი ხანდაზმულობა უზრუნველყო და ყველაზე მთავარი – დიდი ხნის ოცნება აისრულა, სოფელში სახლი ააშენა. რა თქმა უნდა, ლატარიის თამაშს კვლავაც განაგრძობს. 

ჯეკპოტი 547 235 ლარიივანე სომხიშვილი, თბილისი.  „ლოტო 6/36“ 

ივანე სომხიშვილმა „ლოტო 6/36“-ის ბილეთი ორთაჭალაში იყიდა, იღბლიანი რიცხვების გამოვლენა პროგრამას მიანდო და ბილეთი ავტომატური შერჩევის წესით ამობეჭდა. ის ლოტოს დღეებში, სამშაბათსა და პარასკევს, „ლოტო-6/36“-ის ბილეთებს სისტემატურად ყიდულობდა, ერთ დღესაც მისთვის ლოტოს ბილეთის შეძენა ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა. 

ივანე სომხიშვილმა 547 235 ლარი მოიგო და თანხის ძირითადი ნაწილით შვილიშვილს ბინა შეუძინა. 

ჯეკპოტი 218 322 ლარიქრისტინა ბურჯანაძე, ქუთაისი. „ლოტო 5/35-ოქროს ბურთი“

22 წლის სტუდენტმა ქუთაისიდან ქრისტინა ბურჯანაძემ „ლოტო 5/35-ოქროს ბურთის“ ჯეკპოტი – 218 322 ლარი 2020 წლის 3 იანვარს მოიგო! ის ლატარიას მამასთან ერთად სისტემატურად თამაშობს, 2020 წლის დადგომა კი მისთვის და მისი ოჯახისთვის განსაკუთრებულად იღბლიანი აღმოჩნდა. ქრისტინამ 1-ლარიანი „ლოტო 5/35-ოქროს ბურთის“ ბილეთით 218 322 ლარი მოიგო!  

ქრისტინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტია. მოგებული ჯეკპოტით ბავშვობის ოცნების ახდენას და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას აპირებს.

ჯეკპოტი 129 751 ლარი! ნანული ოსიტაშვილი, რუსთავი. ლოტო 5/35-ოქროს ბურთი“

ნანული ოსიტაშვილმა რუსთავში უკანასკნელი ერთი ლარით „ლოტო 5/35-ოქროს ბურთის“ მხოლოდ ერთი ბილეთი შეიძინა და საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ლოტოტრონმა მის მიერ შემოხაზული ციფრები გამოავლინა და ოქროს ბურთიც ჩამოვარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისმა ბილეთმა ჯეკპოტი – 129 751 ლარი მოიგო!

მოგებულმა კადრიც კი დააპაუზა და დიდხანს ადარებდა ლოტოტრონის მიერ გამოვლენილ რიცხვებს საკუთარ ბილეთს. ნანული ოსიტაშვილი „ლოტო 5/35-ოქროს ბურთის“ ჯეკპოტის მოგებამდე რუსთავში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, მოგებული  129 741 ლარით მან საკუთარი ბინა შეიძინა.

(R)

 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.